ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს – 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე გავიდა – თავი კერტის ჯონსმა გამოიჩინა. ესპანეთის ნაკრებს ანგარიშის გათანაბრება ბოლო წუთზე შეეძლო, თუმცა აბელ რუისის დარტყმა ჯეიკობ ტრაფორდმა მოიგერია. ინგლისელთა მეკარემ ტურნირის ექვსივე […]
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის 21-წლამდე ნაკრებმა ფინალში თამაშის უფლება ისრაელთან გამარჯვებით მოიპოვა. ბათუმი არენაზე ჩატარებულ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, ინგლისელებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. ზუსტი დარტყმები გიბს-უაითის, პალმერის და არჩერის ანგარიშზეა. დიდი სხვაობა დაფიქსირდა მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბუქარესტმა უმასპინძლა. […]
Cleaner Air, Better Game’ – უეფას კამპანია ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებში

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში ტარდება, განახლდა უეფას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“. კამპანიის ფარგლებში, ტურნირის მასპინძელ ქვეყნებში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა. ინიციატივა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედებაზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. ტურნირის რვავე მასპინძელ სტადიონზე და სავარჯიშო […]
ევროპის ჩემპიონატზე ტურნირის ისტორიაში სარეკორდო ჯამური დასწრება დაფიქსირდა

საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირის არსებობის ისტორიაში, გულშემატკივართა ყველაზე დიდი ჯამური დასწრება დაფიქსირდა. ახალი რეკორდი საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩის შედეგად დამყარდა, რომელსაც პაიჭაძის სტადიონზე 44,338 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია ტურნირის ისტორიაში ერთ მატჩზე დასწრების მხრივ. საერთო ჯამში, 1/4-ფინალური ეტაპის ჩათვლით, საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ტურნირს, ამ დროისთვის, 279,341 გულშემატკივარი დაესწრო, საიდანაც […]
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. ჩემპიონობისთვის ბრძოლას ისრაელის, ესპანეთის, ინგლისის და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებები აგრძელებენ. ისრაელის ნაკრებმა ნახევარფინალის საგზური ტურნირის თანამასპინძელთან, საქართველოს ნარკებთან მატჩში მოიპოვა. გატანილი გოლების გარეშე დასრულებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, ისრაელის ნაკრებმა 11-მეტრაინების სერიაში დაამარცხა მეტოქე. ქუთიაში, შენგელია არენაზე მოიპოვა ნახევარფინალის საგზური ინგლისის ნაკრებმა, რომელმაც პორტუგალიას მინიმალური ანგარშით სძლია. […]
თბილისში ევროპის ჩემპიონატის რეკორდი მესამედ გაუმჯობესდა

საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩზე დამყარებული გულშემატკივართა დასწრების რეკორდი, პაიჭაძის არენაზე საქართველოსა და ისრაელის მატჩზე გაუმჯობესდა. უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრას 44 338 გულშემატკივარი დაესწრო, რაც საუკეთესო მაჩვენებულია როგორც ტურნირის ფინალურ, ისე საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ისტორიაში გულშემატკივართა დასწრების სამი საუკეთესო მაჩვენებელი თბილისში, მიმდინარე ჩემპიონატზე დაფიქსირდა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, რომელიც საქართველოს ნაკრებმა […]
ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა

საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა და ტურნირის 8 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. A ჯგუფის გამარჯვებული, დაუმარცხებლად მოასპარეზე საქართველოს ნაკრები გახდა, რომელმაც პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან მატჩები ფრედ დაასრულა. ბელგიასთან გადამწყვეტ მატჩში გამარჯვებით (2:1) მოიპოვა 1/4-ფინალის საგზური პორტუგალიის ნაკრემბა. B ჯგუფიდან 1/4-ფინალის საგზური ესპანეთმა და უკრაინამ მოიპოვეს. ორივე […]
მედია აკრედიტაცია უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალზე

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე მედიის წარმომადგენელთა აკრედიტირების პროცესი უეფას ოფიციალური მედია პლატფორმის საშუალებით გრძელდება. მეოთხედფინალური ეტაპის აკრედიტირების პროცესი უეფას მედია პლატფორმაზე (FAME) რეგისტრირებული მედიის წარმომადგენლებისთვის მატჩამდე ორი დღით ადრე, თბილისის დროით 17 საათზე დაიხურება. უეფას მედია პლატფორმაზე რეგისტრირებულმა მედიის წარმომადგენლებმა ამჯერად მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები უნდა მონიშნონ: საქართველო – ისრაელი, პაიჭაძის სტადიონი – აკრედიტაციის […]
საქართველო და პორტუგალია 1/4-ფინალში გავიდნენ

საქართველოში, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. A ჯგუფში, საქართველოს ნაკრები პაიჭაძის სტადიონზე ნიდერლანდებს დაუზავდა (1:1) და ჯგუფი 5 ქულით მოიგო. ნიდერლანდებთან მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა. ნიდერლანდელებმა ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე, კენეთ ტეილორის დარტყმით გაათანაბრეს. საქართველოს ნაკრებთან ერთად A ჯგუფიდან მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრები გავიდა, რომელმაც ბოლო ტურის შეხვედრაში ბელგიას 2:1 […]
თბილისში გულშემატკივართა დასწრების კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა

საქართველოსა და ბელგიის მატჩზე დამყარებული დასწრების რეკორდი, პაიჭაძის არენაზე საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩზე გაუმჯობესდა. უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას 43,043 გულშემატკივარი დაესწრო, რაც საუკეთესო მაჩვენებულია როგორც ტურნირის ფინალური, ისე საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ პაიჭაძის სტადიონი ყველაზე დიდი არენაა, სადაც უეფას 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი ჩატარებულა. უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მომდევნო, […]