ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ
ᲙᲔᲗᲘᲚᲘ ᲘᲧᲝᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲑᲠᲫᲐᲜᲔᲑᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ
დედაქალაქ თბილისს აქვს მომაჯადოვებელი ისტორია, რომელიც V საუკუნიდან იწყებს ათვლას. გასაოცარი შერწყმაა ქალაქის უძველესი არქიტექტურა, ულამაზესი პეიზაჟები და კულტურული ცენტრები თანამედროვე ცხოვრების სტილის ყველა ელემენტით – დასასვენებელი ადგილები, რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ობიექტები და ღამის ცხოვრება. საუკუნეების განმავლობაში, ქალაქის ცენტრში მდებარე ცნობილი გოგირდის აბანოები მასპინძლობდა სხვადასხვა პოეტებს, მწერლებს, მუსიკოსებს და მეფეებს.
ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ
თბილისი საქართველოს დედაქალაქი 1122 წლიდანაა, მაგრამ რამდენიმე საუკუნით ადრე, მეფე ვახტანგ გორგასალმა დააარსა. ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული. ერთ დღესაც ამ ადგილას მეფე ვახტანგ I გორგასალი ნადირობდა. მისი მიმინო ხოხობს დაედევნა, მონადირეები მიმინოს კვალდაკვალ დაედევნენ და ბოლოს ეს ორი ფრინველი ცხელ წყალში მოხარშული დახვდათ. იმ ადგილას ცხელი წყარო მოდიოდა. მეფემ გადაწყვიტა რომ ამ ადგილას ქალაქი დაეარსებინა.
თბილისი ახლა საქართველოს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია, რომელიც მდებარეობს მდინარე მტკვრის ნაპირზე, დაახლოებით 1,5 მილიონი მოსახლეობით.
ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘᲡ ᲦᲘᲠᲡᲨᲔᲡᲐᲜᲘᲨᲜᲐᲝᲑᲔᲑᲘ
ᲫᲕᲔᲚᲘ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ
ქალაქის ძირითადი ღირშესანიშნაობები სწორედ ძველ თბილისშია თავმოყრილი. ეს უბანი ასევე გამოირჩევა აბანოთუბნით – დღემდე მოქმედი გოგირდის აბანოებით; შარდენის ქუჩითა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებით, სადაც განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები და გალერეები
ᲜᲐᲠᲘᲧᲐᲚᲐ
ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც ძველი თბილისის ყოველი კუთხიდან მოჩანს, IV -XVI საუკუნეებში წარმოადგენდა თავდაცვით ნაგებობას ადგილობრივი მმართველებისთვის.
ᲠᲣᲡᲗᲐᲕᲔᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲖᲘᲠᲘ ᲓᲐ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲔᲓᲐᲜᲘ
რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნიდან იწყება და ქალაქის ცენტრად მოიხსენიება – აქ მდებარე მნიშვნელოვანი სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნეს დაწესებულებების სიმრავლის გამო.
ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ მეტი მეტი ინფორამციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.georgia.travel