თბილისში ევროპის ჩემპიონატის რეკორდი მესამედ გაუმჯობესდა

საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩზე დამყარებული გულშემატკივართა დასწრების რეკორდი, პაიჭაძის არენაზე საქართველოსა და ისრაელის მატჩზე გაუმჯობესდა.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრას 44 338 გულშემატკივარი დაესწრო, რაც საუკეთესო მაჩვენებულია როგორც ტურნირის ფინალურ, ისე საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაში. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ისტორიაში გულშემატკივართა დასწრების სამი საუკეთესო მაჩვენებელი თბილისში, მიმდინარე ჩემპიონატზე დაფიქსირდა.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ გამართა 41,887 გულშემატკივარი დაესწრო, ნიდერლანდებთან მესამე ტურის შეხვედრას კი, 43,043  გულშემატკივარი.

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ