თბილისში გულშემატკივართა დასწრების კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა

საქართველოსა და ბელგიის მატჩზე დამყარებული დასწრების რეკორდი, პაიჭაძის არენაზე საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩზე გაუმჯობესდა. 

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას 43,043 გულშემატკივარი დაესწრო, რაც საუკეთესო მაჩვენებულია როგორც ტურნირის ფინალური, ისე საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაში. 

აღსანიშნავია, რომ პაიჭაძის სტადიონი ყველაზე დიდი არენაა, სადაც უეფას 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი ჩატარებულა. 

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მომდევნო, 1/4-ფინალური ეტაპის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 1 ივლისს, პაიჭაძის სტადიონზე გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

https://gff.ge/under21/?p=4440

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ