დარჩენილია:

100 დღე უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე – ღონისძიებები მასპინძელ ქალაქებში

13 მარტს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე, ტურნირის მასპინძელ ქალაქებში უკუთვლის საათი ჩაირთვება.

ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები ტურნირის მასპინძელ საქართველოს სამ ქალაქში ერთდროულად ჩაირთვება:

თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე;

ქუთაისში – ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ;

ბათუმში – ცენტრალური ბულვარის შესასვლელში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები. საათის ჩართვის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს გააკეთებენ.

ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს, სფფ-ის YouTube არხზე 17:55 საათიდან იხილავით. 

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა იწყება

საქართველოში უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა იწყება. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიება 26 მარტს, ბათუმში, ერას მოედანზე გაიმართება

Read More »

ბათუმი არენაზე სიმულაციური სწავლება ჩატარდა

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისადმი მზადების ფარგლებში, ბათუმში სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო

Read More »

100 დღე უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, 21 ივნისს საქართველოსა და რუმინეთში საზეიმოდ გაიხსნება. ტურნირის დაწყებამდე ასი დღით ადრე, 13 მარტიდან, ჩემპიონატის მასპინძელ საქართველოს ქალაქებში უკუთვლის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ