უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. ჩემპიონობისთვის ბრძოლას ისრაელის, ესპანეთის, ინგლისის და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებები აგრძელებენ.
ისრაელის ნაკრებმა ნახევარფინალის საგზური ტურნირის თანამასპინძელთან, საქართველოს ნარკებთან მატჩში მოიპოვა. გატანილი გოლების გარეშე დასრულებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, ისრაელის ნაკრებმა 11-მეტრაინების სერიაში დაამარცხა მეტოქე. ქუთიაში, შენგელია არენაზე მოიპოვა ნახევარფინალის საგზური ინგლისის ნაკრებმა, რომელმაც პორტუგალიას მინიმალური ანგარშით სძლია.
დამატებითი დროში, 2:1 სძლია ესპანეთის ნაკრებმა შვეიცარიას. უკრაინამ კი, ნახევარფინალის საგზური საფრანგეთის ნაკრების დამარცხებით (3:1) მოიპოვა.
ნახევარფინალური მატჩები 5 ივლისს გაიმართება. ბუქარესტში ერთმანეთს ესპანეთის და უკრაინის 21-წლამდე ნაკრებები შეხვდებიან, ისრაელის და ინგლისის შეხვედრას კი, ბათუმი არენა უმასპინძლებს.