საქართველო და პორტუგალია 1/4-ფინალში გავიდნენ

საქართველოში, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.

A ჯგუფში, საქართველოს ნაკრები პაიჭაძის სტადიონზე ნიდერლანდებს დაუზავდა (1:1) და ჯგუფი 5 ქულით მოიგო. ნიდერლანდებთან მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა. ნიდერლანდელებმა ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე, კენეთ ტეილორის დარტყმით გაათანაბრეს.

საქართველოს ნაკრებთან ერთად A ჯგუფიდან მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრები გავიდა, რომელმაც ბოლო ტურის შეხვედრაში ბელგიას 2:1 სძლია.

საქართველოს და პორტუგალიის მეტოქეთა ვინაობა 28 ივნისს გახდება ცნობილი. C ჯგუფში, ბოლო ტურის შეხვედრაში ინგლისის ნაკრები გერმანიას ბათუმში შეხვდება, ჩეხეთი და ისრაელი კი ქუთაისში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ