საქართველო – ბელგია | ინფორმაცია ბილეთების გაყიდვის შესახებ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩზე, საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის, 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.

შეხვედრაზე დასასწრები დარჩენილი ბილეთების გაყიდვა დინამო არენას სალაროებში 23 ივნისის 20:00 საათამდე გაგრძელდება.

მატჩის დღეს, 24 ივნისს, უეფას უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა მესხის სტადიონის სალაროებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. პარალელურად, ბილეთები იყიდება ონლაინ რეჟიმში under21ticekts.ge-ზე.

? დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): “24 ივნისს, 20:00 საათზე, ბელგიასთან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მატჩზე დასასწრები 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია და ბილეთების რეალიზაცია ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება. 

მატჩის დღეს, ბილეთები გაიყიდება under21tickets.ge-ზე და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 18:00 საათამდე. მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ შეიძინონ ბილეთები ონლაინ. 

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს ასეთი ინტერესისთვის.  იმედი მაქვს, რომ წარმატებული სტარტი ბელგიასთან მატჩში გაგრძელდება და რთულ ჯგუფში წარმატების მიღწევას შევძლებთ”.

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 24 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ