4 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და მაკდონალდს საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად მაკდონალდსი UEFA-ს 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და მაკდონალდს საქართველოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ მოაწერეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის ჩემპიონატისთვის შეიქმნება სპეციალური მენიუ. ასევე, მაკდონალდსის აპლიკაციაში ერთგულ მომხმარებლებს ჩემპიონატის თემატიკით სპეციალური თამაში დახვდებათ. ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად ემზადება ყველასთვის საყვარელო „ქეთო“, რომელიც მომხამრებლებთან ტურნირის პერიოდში საფეხბურთო ფორმით გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.