უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე მედიის წარმომადგენელთა აკრედიტირების პროცესი უეფას ოფიციალური მედია პლატფორმის საშუალებით გრძელდება.
მეოთხედფინალური ეტაპის აკრედიტირების პროცესი უეფას მედია პლატფორმაზე (FAME) რეგისტრირებული მედიის წარმომადგენლებისთვის მატჩამდე ორი დღით ადრე, თბილისის დროით 17 საათზე დაიხურება.
უეფას მედია პლატფორმაზე რეგისტრირებულმა მედიის წარმომადგენლებმა ამჯერად მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები უნდა მონიშნონ:
საქართველო – ისრაელი, პაიჭაძის სტადიონი – აკრედიტაციის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ 29 ივნისის, 17:00 საათამდე
ინგლისი- პორტუგალია, შენგელია არენა – დასრულდება 30 ივნისს, 17:00 საათზე
ნახევარფინალური ეტაპის და ფინალურ მატჩზე აკრედიტირების პროცესი, მეოთხედფინალის მსგავსსი პრინციპით წარიმართება.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: განახლებული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, აკონტროლოთ ელ-ფოსტა, რომლითაც უეფას მედია არხზე ხართ დარეგისტრირებულები.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ სფფ-ის პრესსამსახურს.