მედია აკრედიტაცია უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მედიის წარმომადგენელთა აკრედიტირების პროცესი უეფას ოფიციალური მედია პლატფორმის საშუალებით მოხდება.

მედიის წარმომადგენლები, ვინც ამ დრომდე არ არიან დარეგისტრირებული უეფას მედია პლატფორმაზე, თავდაპირველად უნდა დარეგისტრირდნენ პლატფორმაზე აღნიშული ბმულის გამოყენებით და მოგვიანებით 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის აკრედიტაციაზე უნდა გააკეთონ განაცხადი.

უშუალოდ ჩემპიონატის აკრედიტირების პროცესი უეფას მედია პლატფორმაზე (FAME) რეგისტრირებული მედიის წარმომადგენლებისთვის 14 აპრილს გაიხსნება და 7 მაისს, თბილისის დროით 17 საათზე დაიხურება.

21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლთ, საქართველოში უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 16 შეხვედრა გაიმართება. მათ შორის ჯგუფური ეტაპის 12 მატჩი, ორი მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალური შეხვედრა, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ სფფ-ის პრესსამსახურს.

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ