ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘ

ᲙᲔᲗᲘᲚᲘ ᲘᲧᲝᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲑᲠᲫᲐᲜᲔᲑᲐ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲨᲘ

ევროპის ერთ-ერთი უძველეს ქალაქ ქუთაისს საკმარისზე მეტი აქვს თანამედროვე ვიზიტორების აღფრთოვანებისთვის.

ქუთაისის სამეფო უბანი ქალაქის ისტორიული ნაწილია, რომელიც მოიცავს თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას და რამდენიმე პატარა ქუჩას. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ქალაქის მე-18 და მე-19 საუკუნეების არქიტექტურას, ასევე მოინახულოთ ოპერის თეატრი, სპორტის მუზეუმი, კოლხური შადრევანი და პატარა საყვარელი და მყუდრო კაფეები.

სამეფო უბანში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. განსაკუთრებით საინტერესოა არქეოლოგიური განყოფილება.

დღესდღეობით ქუთაისის მუზეუმში 150 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. მათ შორის, ბრინჯაოს ხანის აღმოჩენების ფართო კოლექცია, კოლხური ცულები და ბრინჯაოს ქანდაკებები.

პირველი ცნობები ქუთაისის ებრაული უბნის შესახებ 1644 წლით დარიღდება. ეს ადგილი, სადაც შესაძლებელია სამი სინაგოგის მონახულება, დღესაც მიმზიდველია ვიზიტორებისთვის.

ეწვიეთ რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრს და იხილეთ თოჯინების წარმოდგენა, რომელიც განკუთვნილია ყველა ასაკის მაყურებლისთვის.

თუ გრძნობთ, რომ ქალაქისგან დასვენება გჭირდებათ, შეგიძლიათ სიმშვიდე იპოვოთ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, სადაც დაახლოებით 700 სახეობის მცენარეს შეხვდებით.

ქალაქი ქუთაისი უძველესი მეფეების, პოეზიის, მითოლოგიის, ლიტერატურის, მუსიკის სახლია და მზადაა დარწმუნდეს, რომ თავს კარგად გრძნობთ.

ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ ᲦᲘᲠᲡᲨᲔᲡᲐᲜᲘᲨᲜᲐᲝᲑᲔᲑᲘ

ᲑᲐᲒᲠᲐᲢᲘᲡ ᲢᲐᲫᲐᲠᲘ

X-XI საუკუნეების ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირებულებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში.

ᲙᲝᲚᲮᲣᲠᲘ ᲨᲐᲓᲠᲔᲕᲐᲜᲘ

კოლხური შადრევანი ქუთაისის ცენტრში, მთავარ მოედანზე მდებარეობს. იგი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. შადრევანი გაფორმებულია უძველესი ქართული მინიატურების გადიდებული ასლებით. აქ წარმოდგენილია ცნობილი ოქროს ლომი, რომელიც ადრებრინჯაოს ხანის ქართული ოქრომჭედლობის ერთ-ერთ შედევრს წარმოადგენს, თამადა, რომლის გადიდებულ ასლს თბილისში, შარდენის ქუჩაზეც შეხვდებით და ცხოველთა გამოსახულებები საქართველოს სამუზეუმო საგანძურიდან. შადრევნის მთავარი ფიგურაა ცხენის ფორმის სასაფეთქლეები, რომელიც ანტიკური პერიოდის ქართული საიუველირო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია.

ᲗᲔᲗᲠᲘ ᲮᲘᲓᲘ

მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქის ძველ უბანში, მდინარე რიონზე. იგი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხიდია, მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს. დღესდღეობით იგი საფეხმავლო ხიდს წარმოადგენს.

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ