ქუთაისსა და ბათუმში უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ქუთაისში, შენგელია არენაზე, ინგლისის 21-წლამდე ნაკრებმა ისრაელს 2:0 სძლია და მეოთხედფინალში თამაშის უფლება ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. ინგლისელთა რიგებში გოლები ენტონი გორდონის და ემილ სმიტ როუს ანგარიშზეა.
ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა ჩეხეთის ნაკრებმა და ბათუმი არენაზე გერმანიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. ჩეხეთის ნაკრებმა პირველი ტაიმი ვაცლავ სეიკის გოლით მოიგო. გერამანიის 21-წლამდე ნაკრებმა 70-ე წუთზე ანგელო შტილერის დარტყმით გაათანაბრა. 87-ე წუთზე გატანილი გოლით ჩეხეთის ნაკრებს გამარჯვება მარტინ ვიტიკმა მოუტანა.
ორი ტურის შემდეგ, C ჯგუფს 6 ქულით ინგლისის ნაკრები ლიდერობს, 3 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა ჩეხეთი, ხოლო ისრაელის და გერმანიის ნაკრების აქტივში თითო ქულაა. მესამე ტურში ისრაელი ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო გერმანია ინგლისის ნაკრებს.