უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღის მატჩებს, საქართველოში ბათუმმა და ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც C ჯგუფის მატჩები გაიმართა.
ბათუმი არენაზე ინგლისის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩეხეთს 2:0 მოუგო. აგნარიში 47-ე წუთზე ჯეიკობ რემზიმ გახსნა, ემილ სმიტ როუმ კი საბოლოო შედეგი 94-ე წუთზე დააფიქსირა.
დაძაბული მატჩი შედგა ქუთაისში, შენგელია არენაზე, სადაც გერმანიის და ისრაელის ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს და ქულები გაიყვეს. ფრედ, 1:1 დასრულებული მატჩში, ისრაელის ნაკრების მეკარემ, დანიელ პერეტსმა ორი პენალტი მოიგერია.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩები 24 ივნისს გაიმართება. პორტუგალიის და ნიდერლანდების ნაკრებების ერთმანეთს მესხის სტადიონზე დაუპირისპირდებიან, ხოლო პაიჭაძის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ბელგიას უმასპინძლებს.