საქართველოსა და ბელგიის მატჩზე დამყარებული დასწრების რეკორდი, პაიჭაძის არენაზე საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩზე გაუმჯობესდა.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას 43,043 გულშემატკივარი დაესწრო, რაც საუკეთესო მაჩვენებულია როგორც ტურნირის ფინალური, ისე საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ პაიჭაძის სტადიონი ყველაზე დიდი არენაა, სადაც უეფას 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი ჩატარებულა.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მომდევნო, 1/4-ფინალური ეტაპის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 1 ივლისს, პაიჭაძის სტადიონზე გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.