20-21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში საქართველოში ყველაზე მასშტაბური სპორტული ფესტივალი, SportFest 2023 ტარდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სივრცე ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონშია წარმოდგენილი, სადაც გულშემატკივრებს ზაფხულში გასამართი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემიონატის თასის ხილვა და ტურნირის მთავარ სიმბოლოსთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება შეუძლიათ.
ღონისძიების პირველ დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაესწრო, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში და ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას ბათუმი უმასპინძლებს.
მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.