საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა და ტურნირის 8 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა.
A ჯგუფის გამარჯვებული, დაუმარცხებლად მოასპარეზე საქართველოს ნაკრები გახდა, რომელმაც პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან მატჩები ფრედ დაასრულა. ბელგიასთან გადამწყვეტ მატჩში გამარჯვებით (2:1) მოიპოვა 1/4-ფინალის საგზური პორტუგალიის ნაკრემბა.
B ჯგუფიდან 1/4-ფინალის საგზური ესპანეთმა და უკრაინამ მოიპოვეს. ორივე გუნდმა ჯგუფური ეტაპი 7 ქულით დაასრულა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით, პირველი პოზიცია ესპანეთის ნაკრებს ერგო.
C ჯგუფში საუკეთესო შედეგი ინგლისის ნაკრებმა დააფიქსირა. ინგლისელებმა დასკვნით ტურში გერმანიასთან გამარჯვებით პირველობა 9 ქულით მოიპოვეს. მეორე ადგილზე ისრაელი ნაკრები გავიდა, რომელმაც ბოლო ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრებს მინიმალური ანგარიშით, 1:0 სძლია.
D ჯგუფის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა 3 გამარჯვებით. შვეიცარია, იტალიამ და ნორვეგიამ კი, ჯგუფური ეტაპი 3 ქულით დაასრულეს, თუმცა აღნიშნულ სამ გუნდში უკეთესი დამატებითი მაჩვენებლით მეორე ადგილი და მეოთხედფინალის საგზური შვეიცარიის 21-წლამდე ნაკრებმა მიიღო.
მეოთხედფინალური ეტაპის მატჩების განრიგი
- 1 ივლისი | საქართველო – ისრაელი
- 1 ივლისი | ესპანეთი – შვეიცარია
- 2 ივლისი | ინგლისი – პორტუგალია
- 2 ივლისი | საფრანგეთი – უკრაინა