გულშემატკივართა დასწრების რეკორდი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩზე, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ისტორიაში, თამაშზე დასწრების ახალი რეკორდი დამყარდა.

პაიჭაძის სტადიონზე ჩატარებულ მატჩს 41,887 მაყურებელი დაესწრო, რაც ტურნირის ფინალური ეტაპის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. 

საქართველოში, 1996 წელს, ბარსელონაში ჩატარებული იტალიისა და ესპანეთის მატჩზე დამყარებული რეკორდი გაუმჯობესდა, რომელსაც 35,500 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. 

აღსანიშნავია, რომ პაიჭაძის სტადიონი ყველაზე დიდი არენაა, სადაც უეფას 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური  ეტაპის მატჩი ჩატარებულა. 

მომდევნო მატჩი პაიჭაძის სტადიონზე 27 ივნისს, 20:00 საათზე ჩატარდება. ერთამანეთს საქართველოს და ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდებიან. თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ