დარჩენილია:

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო


2023 წელს საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. ტურნირი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალური მატჩი ბათუმი არენაზე შედგება.

ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის თქვენი ჩართულობა აუცილებელია. თუ გაქვს სურვილი მონაწილეობა მიიღო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ორგანიზებაში, ფლობ ინგლისურ ენას და მზად ხარ გახდე საინტერესო გუნდის წევრი, შეავსე მოხალისეთა აპლიკაცია

სასურველი ლოკაცია და საქმიანობის სფერო შეგიძლიათ თავად აირჩიოთ:

  • მარკეტინგი
  • ღონისძიებების მართვა
  • მედია
  • ბილეთების ადმინისტრირება
  • სხვა საინტერესო მიმართულებები

რას გთავაზობთ პროექტში ჩართვით:

  • უეფასა და სფფ-ის საერთაშორისო სერტიფიკატს
  • კვებასა და ტრანსპორტირებას
  • ტურნირის ბრენდირებულ აქსესუარებს
  • დახურვის ღონისძიებას
  • უნიკალურ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო ჩემპიონატის მრავალფეროვანი გუნდის წევრი
  • გამოცდილებას და დაუვიწყარ საფეხბურთო თავგადასავალს
  • პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას
  • მეგობრებისა და კონტაქტების შეძენას

შემოუერთდი ჩვენ გუნდს და შეიტანე საკუთარი წვლილი ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში! დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: [email protected]

ევროპის ჩემპიონატის მატჩების კალენდარი

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

21-წლამდე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

Საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სია 35 მოთამაშისგან შედგება, ხოლო

Read More »

პირველი ტესტ მატჩი მესხის სტადიონზე

31 მაისს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისათვის განახლებულ მესხის სტადიონზე პირველი ტესტ მატჩი გაიმართა. სატესტო შეხვედრა ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების, დინამო

Read More »

26 მაისი – ევროპის ჩემპიონატის თასი რუსთაველის გამზირზე

26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სივრცე მოეწყო.  სივრცეში წარმოდგენილი იყო

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ