უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მოხალისეთა შერჩევის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.
ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალური შეხვედრა ბათუმი არენაზე შედგება.
ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, მოხალისეთა ჩართულობა აუცილებელია. თუ გაქვს სურვილი მონაწილეობა მიიღო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ორგანიზებაში, ხარ სრულწლოვანი, ფლობ ინგლისურ ენას და მზად ხარ გახდე საინტერესო გუნდის წევრი, შეავსე მოხალისეთა აპლიკაცია.
სასურველი ლოკაცია და საქმიანობის სფერო შეგიძლიათ თავად აირჩიოთ:
- მარკეტინგი
- ღონისძიებების მართვა
- მედია
- ბილეთების ადმინისტრირება
- სხვა საინტერესო მიმართულებები
რას გთავაზობთ პროექტში ჩართვით:
- უეფასა და სფფ-ის საერთაშორისო სერტიფიკატს
- კვებასა და ტრანსპორტირებას
- ტურნირის ბრენდირებულ აქსესუარებს
- დახურვის ღონისძიებას
- უნიკალურ შესაძლებლობას გახდეთ მრავალფეროვანი გუნდის წევრი
- გამოცდილებას და დაუვიწყარ საფეხბურთო თავგადასავალს
- პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას
- მეგობრებისა და კონტაქტების შეძენას
შემოუერთდი ჩვენ გუნდს და შეიტანე საკუთარი წვლილი ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: [email protected]
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხალისეთა პროგრამაში ჩართვის მსურველ თითოეულ ადამიანს. შერჩეული კანდიდატები დამატებით ინფორმაციას პროგრამის შესახებ უახლოეს პერიოდში მიიღებენ.
ევროპის ჩემპიონატის მატჩების კალენდარი



