დარჩენილია:

მიმდინარეობს სტიუარდთა მიღება

ზაფხულში დაგეგმილი უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს, სტიუარდთა მიღება მიმდინარეობს. 

28 იანვარს, კანდიდატების პირველ ნაკადთან გასაუბრების ეტაპი ჩატარდა და უახლოეს მომავალში ისინი შესაბამის ტრენინგებში ჩაერთვებიან. კანდიდატებს ჩაუტარდებათ უეფას სასწავლო პროგრამის მიხედვით შედგებნილი სემინარები, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.

შერჩეულ სტიუარდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის ორგანიზებაში და გახდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდთა გუნდის წევრები. გარდა ევროპის ჩემპიონატისა, სტიუარდები სფფ-ის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩაერთვებიან. სტიუარდთა სამსახური ანაზღაურებადია.

სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის მსურველებმა, უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. CV-ში მიუთითეთ პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და საცხოვრებელი ადგილი. კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი.

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

21-წლამდე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

Საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სია 35 მოთამაშისგან შედგება, ხოლო

Read More »

პირველი ტესტ მატჩი მესხის სტადიონზე

31 მაისს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისათვის განახლებულ მესხის სტადიონზე პირველი ტესტ მატჩი გაიმართა. სატესტო შეხვედრა ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების, დინამო

Read More »

26 მაისი – ევროპის ჩემპიონატის თასი რუსთაველის გამზირზე

26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სივრცე მოეწყო.  სივრცეში წარმოდგენილი იყო

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ