დარჩენილია:

დაიწყო სტიუარდთა მიღება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს სტიუარდთა მიღებას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო 2023 წლის ზაფხულში რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის ჩატარებაში და გახდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდთა გუნდის წევრი.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ სემინარები და უეფა-ს ონლაინ სასწავლო კურსები. წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღებენ სფფ-ისა და უეფას შესაბამის სერტიფიკატს.

სტიუარდები პრაქტიკას, როგორც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების, ისე საქართველოს მასშტაბით გასამართ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ მატჩებზე მიიღებენ.

სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის მსურველმა, უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. CV-ში მიუთითეთ პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და საცხოვრებელი ადგილი. კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი.

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

21-წლამდე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

Საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სია 35 მოთამაშისგან შედგება, ხოლო

Read More »

პირველი ტესტ მატჩი მესხის სტადიონზე

31 მაისს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისათვის განახლებულ მესხის სტადიონზე პირველი ტესტ მატჩი გაიმართა. სატესტო შეხვედრა ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების, დინამო

Read More »

26 მაისი – ევროპის ჩემპიონატის თასი რუსთაველის გამზირზე

26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სივრცე მოეწყო.  სივრცეში წარმოდგენილი იყო

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ