ᲒᲐᲮᲓᲘ ᲛᲝᲮᲐᲚᲘᲡᲔ

გახდი უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისე

2023 წელს საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. ტურნირი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ფინალური მატჩი ბათუმი არენაზე გაიმართება.

იმისთვის, რომ უეფას ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირს ჩვენმა ქვეყანამ უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს, თქვენი ჩართულობა აუცილებელია.

დარეგისტრირდი 2023 წლის 18 იანვრიდან – 10 აპრილამდე:
 
  • თუ ხარ სრულწლოვანი
  • თუ იცი ინგლისური ენა
  • თუ გაქვს სურვილი მონაწილეობა მიიღო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ორგანიზებაში
  • თუ გსურს გახდე მრავალფეროვანი, მხიარული და საინტერესო გუნდის წევრი
 
მოხალისეობრივი საქმიანობა გულისხმობს უშუალოდ მატჩის და მატჩისწინა დღეებში მოხალისეობას.
 

სასურველი ლოკაცია და საქმიანობის სფერო შეგიძლიათ თავად აირჩიოთ:

  • მარკეტინგი
  • ღონისძიებების მართვა
  • მედია
  • ბილეთების ადმინისტრირება
  • აკრედიტაცია
  • სტუმრების კოორდინაცია
  • სხვა საინტერესო მიმართულებები


რას გთავაზობთ პროექტში ჩართვით:

  • უეფას და სფფ-ის საერთაშორისო სერტიფიკატს
  • კვებასა და ტრანსპორტირებას 
  • ტურნირის ბრენდირებულ აქსესუარებს
  • დახურვის ღონისძიებას
  • უნიკალურ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო ჩემპიონატის მრავალფეროვანი გუნდის წევრი
  • გამოცდილებას და დაუვიწყარ საფეხბურთო თავდაგადავალს
  • პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას
  • ახალი მეგობრებისა და კონტაქტების შეძენას

შემოუერთი ჩვენ გუნდს და შეიტანე საკუთარი წვლილი ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში!

შეავსე მოხალისეთა აპლიკაცია

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 

[email protected]

ᲐᲡᲔᲕᲔ ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔᲗ

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ