დარჩენილია:

ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა

ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ფინალურ სტადიაზე გასული 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის წილისყრის შედეგები

A ჯგუფი: საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები

B ჯგუფი: რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია

C ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი

D ჯგუფი: ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია

წილისყრის დაწყებამდე გუნდებსა და გულშემატკივარებს სიტყვით უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშილმა და რუმინეთის ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდეტნმა რაზვან ბურლეანუნ მიმართეს. წილისყრაში მონაწილეობა მიიღეს ტურნირის ელჩებმა იანის ჰაჯიმ და ალექსნადრე იაშვილმა. წილისყრას ასევე ესწრებოდნენ სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა ნამდვილად განსაკუთრებულია. ცხადია, ის, რომ ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული სანაკრებო ღონისძიება საქართველოში იმართება, უდიდესი ნდობის გამოხატულებაა ჩვენს მიმართ. ჩემპიონატისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს, როგორც საორგანიზაციო კუთხით, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები წარმატებით ემზადება მოახლოებული ჩემპიონატისთვის, გუნდს აქვს სურვილი და ვფიქრობ რესურსიც, რომ წარმატებით ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე, მითუმეტეს საკუთარ ქვეყანაში.

ჩვენი ახალგაზრდები საკმაოდ წარმატებით თამაშობენ სხვადასხვა ევროპულ ლიგაში და ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ზრდის ინტერესს ფეხბურთისადმი გულშემატკივრებში. ამას გარდა, ამ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში უამრავ ახალგაზრდა ვარსკვლავს ველოდებით ამჯერად უკვე სხვა ევროპული ნაკრებებიდანაც. ასევე, ქვეყნის მასშტაბით იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა და ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციასა და გოგონათა და ბიჭების ჩართულობას ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ სპორტის სახეობაში”.

ალექსანდრე იაშვილი (ტურნირის ელჩი): “ვულოცავ ჩემპიონატის ყველა მონაწილე ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასვლას. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, საქართველოს გამოვყოფ, რომელიც დებიუტანტი იქნება ევრო 2023-ზე. ჩვენ ქვეყანაში დიდი მოლოდინია. გულშემატკვირები ელოდებიან ევროპული ფეხბურთის ამჟამინდელ და მომავალ ვარსკვლავებს. მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის სტადიონებზე ნამდვილი საფეხბურთო გარემო შეიქმნება მომავალი წლის ზაფხულში. ახალგაზრდები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ, რაც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში. მიხარია, რომ ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა. ბელგია, პორტუგალია და ნიდერლანდები წამყვანი ნაკრებები არიან და ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო თამაშები იქნება. ჩვენი მიზანია წარმატებას მივაღწიოთ და სიამოვნება და სიხარული მოვუტანოთ ჩვენს გულშემატკივარს”.

რამაზ სვანაძე (საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ძლიერი, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ჯგუფია. მოგვიწევს დაპირისპირება ტოპ ნაკრებებთან. ამ ასაკში, ტრადიციულად, ყველა გუნდი გამორჩეულია. ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი ზეიმი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, მთლიანად ჩვენი გუნდისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გავუშვათ ეს შანსი ხელიდან, წარმატებით ვიასპარეზოთ პირველ რიგში ჯგუფურ ეტაპზე და შემდეგ უკვე მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე“.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით რუმინეთის ორ და საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.

საქართველო

ბათუმი, ბათუმი არენა: C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი

ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, პაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით

რუმინეთი

ბუქარესტი, გიულეშტი: B ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

ბუქარესტი, სტიაუას სტადიონი: B ჯგუფის სამი მატჩი რუმინეთის ნაკრების მონაწილეობით, ნახევარფინალი

კლუჟ-ნაპოკა, კლუჟის სტადიონი: D ჯგუფის სამი მატჩი

კლუჟ-ნაპოკა, კლუჟ არენა: D ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

დაიწყო სტიუარდთა მიღება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს სტიუარდთა მიღებას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო 2023 წლის ზაფხულში რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. დაინტერესებულ კანდიდატებს

Read More »

ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა

ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ფინალურ სტადიაზე გასული 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს 21-წლამდე

Read More »

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა ბუქარესტში

18 ოქტომბერს, ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ფინალურ ეტაპზე გასული 16 გუნდი, რომელიც რეიტინგის მიხედვით 4

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ