სიახლეები

ზამთრის თასი 2020 იწყება!

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი 2020 წელს განახლებული ფორმატით გაიმართება. 19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გულშემატკივარი ლეგენდათა ტურნირს იხილავს. წლევანდელ გათამაშებაში ზამთრის თასისთვის საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ. უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები მიიღებენ.

გუნდები 2 სამგუნდიან ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

ა ჯგუფი - ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი

ბ ჯგუფი - საქართველო, უეფა, ფიფა

ზამთრის თასი 2020-ის 19 იანვრის განრიგი

ზამთრის თასის ფარგლებში ლეგენდათა ტურნირი უკვე მეოთხე წელია იმართება. გასულ წლებში ტურნირის გამარჯვებული ორჯერ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები გახდა, ერთხელ კი, თურქეთის.

ზამთრის თასი 2020-ის მონაწილე გუნდების შემადგენლობები:

ფიფას ლეგენდების გუნდის შემადგენლობა:


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლეგენდათა ტურნირზე:

ლეგენდათა ტურნირის პარალელურად 18-19 იანვარს ბათუმის ახალი სპორტის სასახლე 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირს უმასპინძლებს.

ზამთრის თასი 2020-ის 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის განრიგი

ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშების მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივარს ონლაინ TKT.ge-ზე 14 იანვრიდან შეეძლება. ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, ბათუმის ახალი სპორტის სასახლის სალაროებში 18 იანვრიდან დაიწყება. ტურნირის ყველა მატჩზე დასასწრები აბონიმენტის ფასი 2 ლარს შეადგენს.