სიახლეები

კახა ცხადაძემ ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო შეხვედრებისთვის მზადებას იწყებს.  25 მარტს,  21 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კახა ცხადაძის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში მალტას დაუპირისპირდება.

29 მარტს, 20 საათზე,  „დინამო არენა“ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას უმასპინძლებს.  ქვეყნის პირველი გუნდი, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას შეხვდება.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დღეს უახლოესი ორი მატჩისათვის 29-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საბოლოოდ, კახა ცხადაძე არჩევანს 23 მოთამაშეზე გააკეთებს.

მეკარეები:  გიორგი ლორია „ოფი“, (საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი „ტოსნო“, (რუსეთი), ომარ მიგინეიშვილი „დილა“, (გორი, საქართველო) რევაზ თევდორაძე „სამტრედია“, (სამტრედია, საქართველო);

მცველები:  უჩა ლობჟანიძე  „ომონია“, (კვიპროსი), გურამ კაშია „ვიტესი“ (ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი „სამტრედია“ (სამტრედია,საქართველო),  გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო“, რუსეთი), ლაშა თოთაძე „დინამო“ (თბილისი,საქართველო),  გიორგი ფოფხაძე „იაგელონია“ (პოლონეთი),  სოლომონ კვერკველია „რუბინი“ (რუსეთი),  ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე ორივე „ინტერი“ (აზერბაიჯანი), ლაშა დვალი „ქასიმფაშა“ (თურქეთი);

ნახევარმცველები:  ნიკა ძალამიძე „იაგელონია“ (პოლონეთი),  გიორგი ჭანტურია „კლუჟი“ (რუმინეთი), ლევან ყენია „სლავია“ (ჩეხეთი),  ჯანო ანანიძე „სპარტაკი“ (რუსეთი), ჯაბა კანკავა  „დნიპრო“  (უკრაინა),  მურთაზ დაუშვილი  „კარპატი“  (უკრაინა),  კახა მახარაძე „ფახთაქორი“  (უზბეკეთი),  სანდრო კობახიძე  „ვოლინი“ (უკრაინა),  ვალერი ყაზაიშვილი „ვიტესი“  (ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი  „გენკი“  (ბელგია),  გიორგი მერებაშვილი „ოფი“ (საბერძნეთი);

თავდამსხმელები:  ლევან მჭედლიძე  „ემპოლი“ (იტალია),  მათე ვაწაძე „ორჰუსი“ (დანია), ბაჩანა ცხადაძე  „ინტერი“ (აზერბაიჯანი),  ოთარ მარცვალაძე „ტოსნო“ (რუსეთი);

საწვრთნელ შეკრებას ეროვნული ნაკრები 23 მარტს დაიწყებს. გუნდი მატჩებისთვის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ მოემზადება.

 

სფფ-ის პრესსამსახური