სიახლეები

კახაბერ ცხადაძე გაფართოებულ შემადგენლობას პრესკონფერენციაზე დაასახელებს

გაუზიარე

მომავალ ორ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ხვალ გასამართ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი. მედიის შეკითხვებს 9 მარტს 12 საათზე "მიხეილ მესხის" საპრესკონფერენციო დარბაზში კახაბერ ცხადაძე უპასუხებს. შეგახსენებთ, 25 მარტს 21:00 საათზე "მიხეილ მესხზე" ეროვნული ნაკრები ამხანაგურად მალტას გაეჯიბრება, 29 მარტს 20:00 საათზე კი, ჩვენი გუნდი "დინამო არენაზე" ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუხვდება.

სფფ-ს პრესსამსახური