სიახლეები

შშმპ საერთაშორისო დღე [ვიდეო]

აკადემია
გაუზიარე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, თბილისში საქართველოს თასის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართება. 3 დეკემბერს, 12 საათზე, შშმპ შორის საქართველოს თასის გადამწყვეტ მატჩში თბილისისა და გორის გუნდები ითამაშებენ. საფეხბურთო ტურნირზე საუკეთესოს ტიტულისთვის ექვსი გუნდი იბრძოდა. ფინალური შეხვედრა ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზში ჩატარდება. 3 დეკემბერს დაგეგმილ მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე დაესწრება.



შშმპ საერთაშორისო დღე - ფოტოალბომი

სფფ-ს პრესსამსახური