სიახლეები

ესპანეთის სტუმრობამდე საქართველო მესამეა

გაუზიარე

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ნელ-ნელა ხურდება. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლი 3 ივნისს დაიწყო სან მარინოში, სადაც ადგილობრივებს 3:0 მოუგო. მეორე ოფიციალური მატჩი ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა 3 სექტემბერს ხორვატიაში ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

რაც შეეხება ჯგუფის სხვა მატჩებს, დღეისთვის ასეთი შედეგებია დაფიქსირებული:

16 ივნისი: ესტონეთი-სან მარინო  0:0
2 სექტემბერი: ესტონეთი-ესპანეთი 0:2
3 სექტემბერი: შვედეთი-სან მარინო 3:0
7 სექტემბერი: ესტონეთი-ხორვატია 0:4

პირველი საშინაო შეხვედრა ჩვენს 21-წლამდელებს 7 ოქტომბერს ელით, როცა ჯგუფის უპირობო ფავორიტ ესპანეთს უმასპინძლებენ. მატჩი `მიხეილ მესხზე~ გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. ამავე დღეს სან მარინო ხორვატიას მიიღებს, 9 ოქტომბერს კი შვედეთი ესტონეთს დაუხვდება. საქართველოს ნაკრები ოქტომბრის მეორე მატჩსაც შინ გამართავს – 13-ში ესტონეთს უმასპინძლებს.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, სადღეისოდ ჯგუფში ასეთი სიტუაციაა:

1. ხორვატია 2 2 0 0 5-0 6
2. შვედეთი 1 1 0 0 3-0 3
3. საქართველო 2 1 0 1 3-1 3
4. ესპანეთი 1 1 0 0 2-0 3
5. ესტონეთი 3 0 1 2 0-6 1
6. სან მარინო 3 0 1 2 0-6 1

ლევან ჯანეზაშვილი