| გუნდი | თ | ქულა | |
| 1 | ზესტაფონი | 3 | 6 |
| 2 | ვიტ ჯორჯია | 3 | 6 |
| 3 | კოლხეთი | 3 | 5 |
| 4 | ოლიმპი | 3 | 4 |
| 5 | დინამო | 3 | 4 |
| 6 | ბაია | 3 | 4 |
| 7 | სპარტაკი | 3 | 4 |
| 8 | სიონი | 3 | 4 |
| 9 | ტორპედო | 3 | 2 |
| 10 | სამტრედია | 3 | 1 |
საქართველოს U–19 ნაკრები გუნდი, ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით ბელორუსიაში 6 აგვისტოს გაემგზავრება და 2 საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს.
პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები 8 აგვისტოს ბელორუსიის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო მეორე შეხვდერა ისრაელის U19 ნაკრებ გუნდთან 10 აგვისტოს გაიმართება.
საქართველოს U19 ნაკრები გუშინ სამშობლოში დაბრუნდა. ვლადიმერ გუცაევის შეგირდებმა ბელორუსელ თანატოლებთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და ორივეში დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვეს.
საქართველოს ცხრამეტ წლამდელთა ნაკრები გუნდი 6 მაისს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა. ვლადიმერ გუცაევის შეგირდებს 8–11 მაისს ორი ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი ბელორუსელ თანატოლებთან.
14–17 აპრილს პორტუგალიაში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირიდან, რამდენიმე დღის დაგვიანებით დაბრუნდა საქართველოს U-19 ნაკრები. ჩვენმა გუნდმა 0–3 წააგო შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან, 0–6 მასპინძლებთან და 3–1 მოუგო ბულგარეთის ნაკრებს ტურნირის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა პორტუდან ლისაბონში გადაინაცვლა.
საქართველოს U–19 ნაკრებმა მესამე, ბოლო მატჩი გამართა პორტუგალიის საერთასორისო ტურნირზე. ისე როგორც ჩვენ, ბულგარელებიც დამარცხდნენ წინა ორ შეხვედრაში.
დღეს კი აუდსაიდერების შეხვედრა დამთავრდა 3 – 1 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა 0–3 წააგო რუსეთის ნაკრებთან, ხოლო მასპინძლებმა მხოლოდ მინიმალური ანგარიშით 2–1 დაამარცხეს ბულგარელთა გუნდი.
ამ რამდენიმე წუთის წინ კი დამთავრდა პორტუგალიისა და საქართველოს გუნდების შეხვედრა.
17 აპრილს,ტურნირის ბოლო დღეს ,საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს შეხვდება.
ანგარიშით 6-0 გაიმარჟვს მასპინძლებმა
პორტუგალიაში დღეს დაიწყო ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი. რამდენიმე წუთის წინ ქალაქ ვარზიმში დამთავრდა საქართველოსა და რუსეთის ნაკრები გუნდების მატჩი.
ხვალ. დილით პორტუგალიაში, ქალაქ პორტუს ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება საქართველოს U–19 ნაკრები. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია: კახაბერ მეშველიანი, გიორგი ნადირაძე, მამუკა კობახიძე, სოლომონ კვირკველია, დავით ხოჭოლავა, ავთანდილ ბრაჭული, ლევან ელისბარაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე ოქრუაშვილი, ზვიად სიხარულია, ვალერი გაზაშვილი, ლაშა ჩაფიძე, ლაშა კუკავა, არჩილ ტვილდიანი, ლადო ბიწაძე, ირაკლი ხუბუა, გიორგი ჩელებაძე, ბაქარ მირცხულავა, გიორგი დიასამიძე.
ორკვირიანი შეკრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა U-19 ნაკრები, რომელმაც სამი საკონტროლო მატჩიდან ორი მოიგო და ერთი ფრედ დაამთავრა.



