საქართველოს ჩემპიონატი
  გუნდი ქულა
1 ზესტაფონი 3 6
2 ვიტ ჯორჯია 3 6
3 კოლხეთი 3 5
4 ოლიმპი 3 4
5 დინამო 3 4
6 ბაია 3 4
7 სპარტაკი 3 4
8 სიონი 3 4
9 ტორპედო 3 2
10 სამტრედია 3 1


დღეს 17:30 საათზე მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრესკონპერენციას გამართავს.

ოთარ გაბელია შეაფასებს 4 სექტემბერს, თურქეთის ქალაქ საქარიაში გამართულ მატჩს. გუნდის მთავარი მწვრთნელი 7 სექტემბერს დაგეგმილი საქართველო–სომხეთი წინასამატჩო განწყობაზეც ისაუბრებს.

 

 

დღეს, ქალაქ საქარიაში, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე საქართველოსა და თურქეთის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

 

საქართვერლოს ახალგაზრდული ნაკრები 2 სექტემბერს ჩამოვიდა თურქეთში. გუნდმა ორჯერ – 2 სექტემბერს ს.კ.“ საქარია სპორტის“ ბაზაზე და 3 სექტემბერს საქარიას ათა თურქის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ივარკიშა.

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს თურქეთში ევროპის 2011 წლის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა მატცის გასამართად ჩავიდა.

ოთარ გაბელიას გუნდი დილით სტამბულში ჩაფრინდა, შემდეგ, კი თურქეთის ცენტრში მდებარე პატარა ქალაქ საქარიაში გადმოინაცვლა.

 
 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის ქალაქ საქარიაში,  ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კიდევ ერთ მატჩს  თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების წინაღმდეგ გამართავს.

 

 

საქართველოსა და შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ევროპის 2009–2011 წლის ჩემპიონატის საკველიფიკაციო მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ტელეკომპანია მზის პირდაპირ ეთერში 19:00  საათიდან დაიწყება.

 

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი საქართველოსა და შვეიცარიის U–21 ნაკრებებს უმასპინძლებს.

 
დღეს 1 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდი, ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით ტექნიკურ ცენტრ „ბასა“–ში საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს .
 

 საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ  25 ფეხბურთელი გამოიძახა.

U-21ნაკრები  25 მაისიდან თბილისში შეიკრიბება და 30 მაისს დაგეგმილი , შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი საშინაო მატჩისათვის მზადებას დაიწყებს.

 

1 მარტს, 19:00 საათზე "ბასაზე"  საქართველოს U21 ნაკრები გუნდების ხელმძღვანელები პრეს–კონფერენციას გამართავენ

საქართველოსა და ესტონეტის ეროვნული და ახალგაზღდული ნაკრების მატჩების სააკრედიტაციო ბარათებს ჟურნალისტები 1 მარტს 15:00 საათიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიიღებენ.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ესტონეთის U21 ნაკრები გუნდების მატჩზე დასწრება უფასოა. დასაწყისი 15:00 საათზე

 
1  -  2  -  3  -  >  -  >>