გორის საფეხბურთო სკოლამ საფეხბურთო ინვენტარი მიიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა 30 იანვარს 13 საათზე გორის 48-ე საფეხბურთო სკოლას ეწვევა და უახლეს, უმაღლესი ხარისხის, ევროპული დონის საფეხბურთო ინვენტარს საჩუქრად გადასცემს.

 

სასაჩუქრე კომპლექტში სხვადასხვა ზომის ბარიერები, დაფები, "ფიშკები”, "საფეხბურთო კიბეები”, "მედიცინ-ბოლები”, მოედნის დასახაზი აპარატები, საფეხბურთო კარებები, ბურთები, ასევე მწვრთნელთათვის საჭირო სახელმძღვანელო ლიტერატურა შედის.გორის 48-ე საფეხბურთო სკოლაში 380 ბავშვი ვარჯიშობს. შკოლის ინფრასტუქტურა განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზიანდა. ამასთანავე განადგურდა საფეხბურთო ინვენტარის მნუიშვნელოვანი ნაწილიც. სწორედ ამიტომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი საფეხბურთო ინვენტარი, უმნიშვნელოვანესი დახმარებაა გორის საფეხბურთო სკოლისათვის.გორის საფეხბურთო სკოლას სფფ-ს ხელმძღვანელებთან გორის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე და შიდა ქართლის ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი გია რევაზიშვილი ეწვევიან