| გუნდი | თ | ქულა | |
| 1 | ზესტაფონი | 3 | 6 |
| 2 | ვიტ ჯორჯია | 3 | 6 |
| 3 | კოლხეთი | 3 | 5 |
| 4 | ოლიმპი | 3 | 4 |
| 5 | დინამო | 3 | 4 |
| 6 | ბაია | 3 | 4 |
| 7 | სპარტაკი | 3 | 4 |
| 8 | სიონი | 3 | 4 |
| 9 | ტორპედო | 3 | 2 |
| 10 | სამტრედია | 3 | 1 |
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა 29 იანვარს 13 საათზე ახალციხის საფეხბურთო სკოლას ეწვევა.
სფფ-ს პრეზიდენტი ახალციხის საფეხბურთო სკოლას უახლეს, უმაღლესი ხარისხის, ევროპული დონის საფეხბურთო ინვენტარს საჩუქრად გადასცემს.
სასაჩუქრე კომპლექტში სხვადასხვა ზომის ბარიერები, დაფები, "ფიშკები”, "საფეხბურთო კიბეები”, "მედიცინ-ბოლები”, მოედნის დასახაზი აპარატები, საფეხბურთო კარებები, ბურთები, ასევე მწვრთნელთათვის საჭირო სახელმძღვანელო ლიტერატურა შედის.
ახალციხის საფეხბურთო სკოლა, რომლის ბაზაზეც საფეხბურთო კლუბი "მესხეთი” ფუნქციონირებს 9 წელია, რაც დაარსდა. სკოლაში 1994-96-97 წელს დაბადებული 70 ბავშვი ვარჯიშობს.
არსებობის მანძილზე სკოლის ინვენტარი არც ერთხელ არ განახლებულა, ახალციხის რაიონულ ცენტრში განლაგებული "მესხეთის” ცენტრალური სტადიონი, კი რომელზეც საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს სავალალო მდგომარეობაშია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი საფეხბურთო ინვენტარი, მართლაც უპრეცენდენტო დახმარებაა ახალციხის რაიონისათვის.
ახალციხის საფეხბურთო სკოლას სფფ-ს ხელმძღვანელობასთან ერთად სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ლაშა ჭკადუა, რაიონული მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ალთუნაშვილი და ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი ტარიელ ხაჩიძე ეწვევიან.
სფფ-ს პრესსამსახური



