ქუთაისის ტორპედოს სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება

28 იანვარს, 11 საათზე ქუთაისში  ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, იმერეთის მხარის გუბერნატორი – ლაშა მაქაცარია და ქუთაისის მერი – გია თევდორაძე დაესწრებიან.

 

ქუთაისის "ტორპედოს” სტადიონი 1961 წელს აშენდა. უკანასკნელად სტადიონს სარემონტო სამუშაოები 2002 წელს ჩაუტარდა, მას შემდეგ სტადიონის ინფრასტრუქტურა მთლიანად მწყობრიდან გამოვიდა.

 

ქუთაისის ტორპედოს სტადიონის რეკონსტრუქცია უეფასა და ფიფას სტანდარტების შესაბამისად მოხდება და იგი რამოდენიმე თვეს გასტანს.

 

სფფ-ს პრესსამსახური