საქართველოს ჩემპიონატი
  გუნდი ქულა
1 ზესტაფონი 3 6
2 ვიტ ჯორჯია 3 6
3 კოლხეთი 3 5
4 ოლიმპი 3 4
5 დინამო 3 4
6 ბაია 3 4
7 სპარტაკი 3 4
8 სიონი 3 4
9 ტორპედო 3 2
10 სამტრედია 3 1

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 3 სექტემბერს ათენში, ბერძნებთან გასამართი შეხვედრისათვის მზადება დაიწყო. ქვეყნის მთავარი ნაკრები ქეცბაიას ხელმძღვანელობით 30 სექტემბერს ნიქოზიაში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა, თუმცა პირველი სექტემბრიდან მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ყველა ის ფეხბურთელი იქნება, რომელთა გამოძახებაც მან 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრისათვის მიზანშეწონილად მიიჩნია.

დღეს, ქალაქ საქარიაში, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე საქართველოსა და თურქეთის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

 

საქართვერლოს ახალგაზრდული ნაკრები 2 სექტემბერს ჩამოვიდა თურქეთში. გუნდმა ორჯერ – 2 სექტემბერს ს.კ.“ საქარია სპორტის“ ბაზაზე და 3 სექტემბერს საქარიას ათა თურქის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ივარკიშა.


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს თურქეთში ევროპის 2011 წლის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა მატცის გასამართად ჩავიდა.

ოთარ გაბელიას გუნდი დილით სტამბულში ჩაფრინდა, შემდეგ, კი თურქეთის ცენტრში მდებარე პატარა ქალაქ საქარიაში გადმოინაცვლა.


ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ სერვისს სთავაზობს. 7 სექტმებერს დაგეგმილი, საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრები გუნდების 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის ბილეთების შეძენა ყველა მსურველს მოძრავი სალაროს მეშვეობით შეეძლება.


პალანგაში მიმდინარე საერთველოს  U17 ნაკრებმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

საპრიზო ადგილისთვის შეხვედრა კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ბელორუსიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 5:1 მოიგო.

 


საქართველოს U13 ნაკრები გუნდი ლატვიის საერთაშორისო ტურნირის "ლიეპაიას თასის" გამარჯვებული გახდა.

ნოდარ აკობიას ხელმძღვანელობით გუნდმა მთელი ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და საფინალო მატჩში ადგილობრივ გუნდ "მეტალურგსთან" ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. ფინალურ შეხვედრაში გოლები ნიკა ლაშხიამა და ნიკა ქორიძემ (პენალტი) გაიტანეს.


"ლიეპაიას თასზე“ ნოდარ აკობიას შეგირდებმა დღეს ნახევარფინალური შეხვედრა ფინეთის გუნდ "ჰიკისთან" გამართეს და დამაჯერებელი ანგარიშით - 6:0 გაიმარჯვეს.