სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისლანდიას უმასპინძლებს

გაუზიარე

საქართველოსა და ისლანდიის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. გადაწყდა, რომ 22 და 25 მარტს ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრებები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ თბილისში.

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდს სექტემბრიდან ევროშესარჩევი ეტაპი ეწყება, სადაც ჩვენი მეტოქეები პოლონეთი, დანია, ფინეთი, ლიტვა და ფარერები იქნებიან.