სიახლეები

U19. ევრო 2009 შესარჩევი ტურნირის წილისყრა

გაუზიარე

 გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში 19-წლამდელ გოგონათა შორის ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა შედგა.

 

19-წლამდელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს 2009 წლის 13-25 ივლისს ბელარუსი უმასპინძლებს.

 

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მე-9 შესარჩევ ჯგუფში მოხვდა საფრანგეთის, ბელგიის და მაკედონიის ნაკრებებთან ერთად. ჯგუფური ეტაპის მატჩებს მაკედონია გაისად უმასპინძლებს.