სიახლეები

ქალთა ტურნირის ნახევარფინალები იწყება

გაუზიარე

 „ირაოს“ სტადიონზე მიმდინარე ქალთა ტრადიციული, ყოველწლიური ტურნირი მინი–ფეხბურთში დასკვნით ეტაპზეა.

გუშინ, ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა და ნახევარფინალისტებიც გამოვლინდნენ.

მატჩები დღის 2 საათიდან დაიწყო და საღამომდე გაგრძელდა. სულ 8 თამაში გაიმართა და ასეთი შედეგებით დასრულდა:

მინას ანგელოზები 1:1 გოგოები

სულიკო 1:0 თანხმობა

მეგათეო 0:0 შავშვები

გოლი.ჯი 0:2 ფეოლა

მინას ანგელოზები 0:0 სულიკო

გოგოები 4:0 თანხმობა

მეგათეო 2:0 გოლი.ჯი

შავშვები 0:2 ფეოლა

თუმცა, ყველაფერი ამ 8 მატჩით არ დამთავრებულა. ა ჯგუფში შექმნილი სატურნირო მდგომარეობის გამო, სადაც „მინას ანგელოზებმა“ და „სულიკომ“ ქულათა ერთნაირი რაოდენობა დააგროვეს და ბურთების შეფარდებაც თანაბარი ჰქონდათ, გადათამაშება დაინიშნა და გუნდებმა თერთმეტმეტრიანების სერიით გაარკვიეს ნახევარფინალში გამსვლელის ვინაობა.

„მინას ანგელოზების“ მიერ გატანილი ერთი თერთმეტმეტრიანითა და მეკარე ნინო გაბელიას დამაჯერებელი თამაშის წყალობით, ნახევარფინალში, სწორედ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გოგონათა გუნდი გავიდა. ჯგუფის პირველადგილოსანი კი, 5 ქულითა და ბურთების უკეთესი შეფარდებით „გოგოები“ გახდა.

ბ ჯგუფში, პირველ ადგილზე „ფეოლა“ გავიდა ქულათა მაქსიმუმით; მეორეზე კი – „მეგათეო“.

ნახევარფინალური წყვილები ასეთია:

გოგოები – მეგათეო

მინას ანგელოზები – ფეოლა

ნახევარფინალები დღეს საღამოს, 21 საათიდან დაიწყება და მატჩები კვლავ „ირაოს“ სტადიონზე გაიმართება.

 

სფფ– ს პრესსამსახური