სიახლეები

ქართველი გოგონები აზერბაიჯანს 0–1 უგებენ

გაუზიარე

ამ წუთებში აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში მიმდინარეობს ამხანაგური მატჩი საქართველოს ჩვიდმეტწლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრებსა და აზერბაიჯანის ჩვიდმეტწლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, ანგარიშით 0–1 საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანის გუნდს ამარცხებს. გოლი ანა ჩემინავას ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანში 15 თებერვალს გაემგზავრა.  გერონტი ნაჭყებიას განკარგულებაში 17 ფეხბურთელია: 

  1. გულორდავა თეკლე

  2. ბერაია ნაზი

  3. ქობალია ლიკა

  4. ქარდავა მარიამი

  5. ბაქრაძე თეონა

  6. ჩემინავა ანა

  7. გუჩმანიძე ჯუნა

  8. ფუტკარაძე მარიკა

  9. კვაჭაძე ანა

  10. სუხაშვილი თეონა

  11. ზაქაიძე ანი

  12. ბასილაძე მარი

  13. ძიძიგური ნაზი

  14. ბაკარანაძე ქრისტინე

  15. დანგაძე მაია

  16. საღარაძე ნინო

  17. შენგელია თამთა

 

განმეორებით მატჩს საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებები 19 თებერვალს გამართავენ.

 

სფფ–ს პრესსამსახური