სიახლეები

პირველად... ხაშურში

გაუზიარე

 უეფა  საგანგებო  ყურადღებას   უთმობს   ქალთა  ფეხბურთს  და  ამასვე    მოითხოვს    ეროვნული   ფედერაციისაგან. დიდ   საიდუმლოებას   არც  ის  წარმოადგენს,  რომ  ჩვენში,  ამ  მხრივ  ბევრია  გასაკეთებელი.

ნინო სორდია – საქართველოს  ქალ  ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი: პირველად  ჩვენს  ქვეყანაში,  30  აპრილიდან  23  მაისამდე , 1995 –1996   წლებში  დაბადებულ  გოგონათა ჩემპიონატი  ჩატარდება , რომელშიც  მონაწილეობენ : ზუგდიდის  "ბაია", ხაშურის , გორის, ლაგოდეხის , ჭიათურის , ცხინვალის , საჩხერის სპორტული  სკოლის , ლანჩხუთისა  და  ქუთაისის  ფეხბურთელ  გოგონათა  ნაკრები  გუნდები . ჩემპიონატი  წრიული  სისტემით –ერთ  წრედ  ჩატარდება  და  მას  ხაშური  უმასპინძლებს .

30  აპრილს  , დილის  10:00  საათზე  ქუთაისისა  და  საჩხერის , ხოლო  12:00  საათზე , ჩემპიონატის  საზეიმო  გახსნის  შემდეგ ,ხაშურისა  და  ლანჩხუთის  გუნდები  ითამაშებენ.

ჩემპიონატის  ტურების  დღეებია : 30  აპრილი , 4  მაისი , 11  მაისი , 15–16  მაისი ,18 მაისი , 22 მაისი , 23  მაისი.

დავაწესეთ  სპეციალური  პრიზები , რომლებიც  გადაეცემათ  საუკეთესო  მოთამაშეს , ბომბარდირს , მეკარეს , მცველს , ნახევარმცველს , თავდამსხმელს  და  ტურნირის აღმოჩენას.

ჩემპიონატი  მიზნად  ისახავს  ქალთა  შორის   ფეხბურთის  განვითარებასა და პოპუ–ლარიზაციას ,  ნაკრები  გუნდებისათვის  პერსპექტიული  ფეხბურთელების  გამოვლენასა  და  შერჩევას , ქალთა  საფეხბურთო  კლუბების  ჩამოყალიბებასა  და  განვითარებას .