სიახლეები

სამსაჯო განყოფილების განცხადება

გაუზიარე

 სფფ-ს სამსაჯო განყოფილება დეკემბერში იწყებს კურსს დამწყები მსაჯებისათვის. კურსის მიზანია მსაჯების ახალი ნაკადის ფორმირება და მათი ჩართვა რეგიონული ფედერაციების და სფფ-ს ეგიდით ჩატარებული ტურნირების მატჩების  მსაჯობაში. მსაჯობის დაწყების მსურველი ბიჭებისა და გოგონების ასაკი სასურველია იყოს 16-დან 25 წლამდე. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ფეხბურთის თამაშის გამოცდილების არსებობისას, შესაძლოა კურსზე მიღებული იქნან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებიც. კურსი გაგრძელდება 2013 წლის მარტამდე და მოიცავს თამაშის წესებს (ბეჭდური და ვიდეო მასალის გამოყენებით), პრაქტიკულ ინტეგრირებულ ვარჯიშებს მინდორზე, პრაქტიკულ რჩევებს და ვარჯიშებს ფიზიკურ მომზადებაში. კურსის დამთავრებისას მონაწილეები გაივლიან ტესტირებას თამაშის წესებში, ჩააბარებენ ოფიციალურ ტესტს ფიზიკურ მომზადებაში, რის შემდეგაც დაიწყება მათი დანიშვნა ბავშვთა თამაშებზე. 5 დადებითად შეფასებული მატჩის შემდეგ მათ მიენიჭებათ მე-3 კატეგორიის მსაჯის ასისტენტის წოდება და გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

კურსი ჩატარდება მ.მესხის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში. ლექციებს წაიკითხავენ სფფ-ს სამსაჯო განყოფილების თანამშრომლები, კვირაში ორჯერ. კურსი უფასოა და წარმატებული კურსდამთავრებულები უფასოდ მიიღებენ სამსაჯო ფორმას.

მსურველებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 577 990940, 577170401.

სფფ-ის სამსაჯო განყოფილება