სიახლეები

სფფ-ს სამსაჯო განყოფილების განცხადება

გაუზიარე

 როგორც ცნობილია, სეზონის წინ მოსამზადებელ პერიოდში საფეხბურთო კლუბები ატარებენ საკონტროლო ამხანაგურ თამაშებს.

ბოლო პერიოდში გამოვლინდა რამოდენიმე შემთხვევა,  როდესაც უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების მატჩებზე მსაჯების „დანიშვნა“ მოხდა სფფ-ს სამსაჯო განყოფილების გვერდის ავლით, რაც სფფ-ს სამსაჯო კომიტეტის და განყოფილების წესდების მიხედვით დაუშვებელია.

ზოგიერთი კლუბი ან თვითონ უკავშირდებოდა მსაჯებს ან მიმართავდა რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციებს.

უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს შევახსენებთ პროცედურას, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი მონაწილეობით საკონტროლო ამხანაგურ თამაშებზე მსაჯების დანიშვნა:

მატჩის ორგანიზატორმა  უმაღლესი ან პირველი ლიგის კლუბმა წინასწარ ( მინიმუმ ერთი დღით ადრე) უნდა მიმართოს სფფ-ს სამსაჯო განყოფილებას დაგეგმილი ამხანაგური თამაშის შესახებ ინფორმაციით, რათა სამსაჯო განყოფილებამ მიავლინოს თამაშზე შესაბამისი კვალიფიკაციის მსაჯები.

რეგიონალური ლიგების კლუბებმა უნდა მიმართონ რეგიონალური ფედერაციების სამსაჯო განყოფილებებს, რომელთა პრეროგატივაც არის ამგვარ მატჩებზე მსაჯების დანიშვნა.

მსაჯების მიმართ, რომლებიც იმსაჯებენ ამხანაგურ მატჩებს უმაღლესი ან პირველი ლიგის კლუბების მონაწილეობით ზემოთ აღნიშნული პროცედურის გვერდის ავლით, გამოყენებული იქნება დისციპლინარული სანქციები.

 

სფფ-ს სამსაჯო განყოფილება