სიახლეები

ქართველმა მსაჯმა უეფას U17 ჩემპიონატის ფინალი იმსა

გაუზიარე

 ქართველი მსაჯების წარმატების შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე სფფ ოფიციალური ვებგვერდი უკვე წერდა.მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ფიფას კატეგორიის ასისტენტი, გიორგი ყრუაშვილია, რომელმაც  მორიგ წარმატებას მიაღწია.

სერბეთში მიმდინარე 17-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზესაქართველოდან ფიფა-ს ასისტენტი - გიორგი ყრუაშვილი იმყოფება. ახალგაზრდა ქართველმა მსაჯმა  ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი და ნახევარფინალური შეხვედრა იმსაჯა.

გერმანიისა და ჰოლანდიის  გუნდები უეფას 17 წლმანდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ. ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე,  უეფა-ს გადაწყვეტილებით ყრუაშვილს სწორედ აღნიშნულ მატჩზე დაევალა მთავარი მსაჯის ასისტენტობა.

პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ რანგის გათამაშების ფინალურ შეხვედრის მსაჯობა საქართველოს  სამსაჯო  კორპუსის წარმომადგენელს დაევალა. ყრუაშვილმა მაღალ კვალიფიციურ დონეზე ჩაატარა ყველა მატჩი და უეფას შესაბამისი განყოფილების წარმომადგენელთა მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

 

სფფ პრესსამსახური