სიახლეები

A ლიცენზირების კურსი იწყება

გაუზიარე

10 დეკემბრიდან, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" სფფ-ის მიერ ორგანიზებული უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზირების კურსი იწყება.

A ლიცენზირების კურსს გაივლის  B ლიცენზიის მქონე 25 ქართველი მწვრთნელისგან დაკომპლექტებული ჯგუფი. სწავლების პროცესს გაუძღვებიან უეფადან მოწვეული ფრანგი, ესპანელი და იტალიელი ინსტრუქტორები. ლიცენზირება 7 კვირა გაგრძელდება; A ლიცენზიის მსურველებს წინ საკმაოდ ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული კურსი ელით. ქართველი მწვრთნელები ყოველდღე იმეცადინებენ - დილის 09:30-დან საღამოს 18:30-მდე (შაბათ-კვირის გარდა). 

დაწვრილებით ინფორმაციას სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ლიცენზირების პროცესის დაწყებიდანვე გაეცნობით.

სფფ-ის პრესსამსახური