სიახლეები

ლიცენზირების განყოფილება კლუბების მონიტორინგს აგრძ

გაუზიარე

სფფ–ის საკლუბო ლიცენზირების განყოფილების ხელმძღვანელი ბაქარ ჟორდანია, ამავე განყოფილების ექსპერტი ალექსანდრე ხომერიკი და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს დასავლეთ საქართველოში მდებარე საქართელოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბებს.



ვიზიტის დროს მოხდა არსებული ინფრასტრუქტურის წინასასეზონო შეფასება, კერძოდ, შემოწმდა ზესტაფონის, ზუგდიდის, ფოთის, სამტრედიის და ქუთაისის სტადიონები. ვიზიტის დროს შედგა შეხვედრები საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებთან, რომელზეც განხილულ იქნა განვლილ სალიცენზიო ციკლში წამოჭრილი პრობლემური საკითხები და კლუბებს მიეცათ რეკომენდაციები მომავალში ამ სირთულეების დასაძლევად.



საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ნინო სორდიამ შეხვედრებისას განიხილა რეგიონებში ქალთა ფეხბურთის განვითარების პერსპექტივები და ლიცენზირების მოთხოვნებში მისი გათვალისწინების საკითხები.



მომავალ კვირას დაგეგმილია ანალოგიური ვიზიტები თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს საფეხბურთო კლუბებში.