სიახლეები

C კატეგორიის მწვრთნელებს 28 ახალი კურსდამთავრებული

გაუზიარე

დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, სფფ–ის გენერალურმა მდივანმა – რევაზ არველაძემ მწვრთნელთა ლიცენზირების C კატეგორიის სერთიფიკატები გადასცა კურსდამთავრებულთა მორიგ ნაკადს.

მწვრთნელთა ლიცენზირების კურსები 30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. C კატეგორიის სერთიფიკატი 28 კურსდამთავრებულს გადაეცა. სასიამოვნოა, რომ მათ შორის ოთხი მანდილოსანი იყო. სხვათაშორის, ჩვენს ქვეყანაში ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. ამ ფაქტს ხაზი გენერალურმა მდივანმაც გაუსვა.

კურსდამთავრებულები არიან: გიორგი ლომიძე, ბექა აფაქიძე, სოსო ახალაია, რევაზ ვაჩიბერიძე, გიორგი მჭედლიძე, ირაკლი წიქვაძე, ილია ახალაია, ზურაბ ცაგარეიშვილი, გიორგი ცისკაძე, გიორგი ძნელაძე, გიორგი ფანცხავა, რომანოზ ორდინიძე, ჯაბა სამსონია, ირაკლი ჭიღლაძე, ლევან ტყებუჩავა, დავით ჩხეტია, გივი ჩინჩალაძე, ლევან მჭედლიძე, დავით იმნაძე, მერაბ კაპანაძე, ნოდარ გოქსაძე, იროდ შენგელია, ქრისტინა შადობა, სალომე ხუბულური, ტატიანა მატვეევა, ხატია ჭყონია, შალვა დოღაძე, ამირან გოგინავა.

მწვრთნელთა ლიცენზირების C კატეგორიის მორიგი კურსები, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება.

სფფ–ის პრესსამსახური