სიახლეები

სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების მოთხოვნები მწვრთნელთა

გაუზიარე

სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების მოთხოვნები მწვრთნელთა კვალიფიკაციების მიმართ

(ამონაწერი სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების მოქმედი დებულებებიდან):

პარაგრაფი 35 (34) - ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელი

1. ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰყავდეს დანიშნული კვალიფიციური მთავარი მწვრთნელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ძირითადი გუნდის საფეხბურთო საკითხებზე.

2. მთავარი მწვრთნელს უნდა გააჩნდეს, მინიმუმ, ერთ-ერთი შემდეგი კვალიფიკაცია:

ა) UEFA-A დიპლომი;

ბ) უცხოეთში გაცემული მოქმედი სამწვრთნელო დიპლომი, რომელიც უეფა-ს მიერ აღიარებულია, მინიმუმ, ზემოთ ა) პუნქტში მითითებული დიპლომის ეკვივალენტურად;

გ) დაწყებული აქვს სწავლა სფფ-ის მიერ აღიარებული კურსზე ზემოთ ა) და ბ) პუნქტებში მითითებული დიპლომის ასაღებად. ასეთ კურსზე მხოლოდ ჩაწერა არ ჩაითვლება მოცემული კრიტერიუმის შესრულებად;

პარაგრაფი 36 (35) - ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე

1. ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰყავდეს დანიშნული კვალიფიციური ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, რომელიც ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელს დაეხმარება ყველა საფეხბურთო საკითხში.

2. ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთ-ერთი შემდეგი კვალიფიკაცია:

ა) UEFA-B დიპლომი;

ბ) უცხოეთში გაცემული მოქმედი სამწვრთნელო დიპლომი, რომელიც უეფა-ს მიერ აღიარებულია, მინიმუმ, ზემოთ ა) პუნქტში მითითებული დიპლომის ეკვივალენტურად;

გ) დაწყებული აქვს სწავლა სფფ-ის მიერ აღიარებული კურსზე ზემოთ ა) და ბ) პუნქტებში მითითებული დიპლომის ასაღებად. ასეთ კურსზე მხოლოდ ჩაწერა არ ჩაითვლება მოცემული კრიტერიუმის შესრულებად;

პარაგრაფი 37 (36) - ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი

1. ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰყავდეს დანიშნული ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის კვალიფიციური ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალგაზრდული ფეხბურთის სექტორის ყოველდღიური საქმიანობის მართვასა და ტექნიკურ ასპექტებზე.

2. ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთ-ერთი შემდეგი კვალიფიკაცია:

ა) UEFA-A დიპლომი;

ბ) უცხოეთში გაცემული მოქმედი სამწვრთნელო დიპლომი, რომელიც უეფა-ს მიერ აღიარებულია, მინიმუმ, ზემოთ ა) პუნქტში მითითებული დიპლომის ეკვივალენტურად;

გ) დაწყებული აქვს სწავლა სფფ-ის მიერ აღიარებული კურსზე ზემოთ ა) და ბ) პუნქტებში მითითებული დიპლომის ასაღებად. ასეთ კურსზე მხოლოდ ჩაწერა არ ჩაითვლება მოცემული კრიტერიუმის შესრულებად;

პარაგრაფი 38 (37) - ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელები

1. ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰყავდეს დანიშნული თითოეულ სავალდებულო ახალგაზრდულ გუნდში ერთი მწვრთნელი მაინც, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შესაბამისი ახალგაზრდული გუნდის ყველა საფეხბურთო საკითხზე.

2. სფფ, უეფა-ს მწვრთნელთა კონვენციის განხორციელების სტატუსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის საჭირო შემდეგ კვალიფიკაციას:

ა) 15-21 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელები უნდა ფლობდნენ, მინიმუმ, UEFA-A დიპლომს. თუ მწვრთნელს ასეთი დიპლომი არ გააჩნია, კლუბს დაუწესდება საჯარიმო სანქცია სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების მოქმედი სადისციპლინო დებულებების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, მწვრთნელს გააჩნდეს, მინიმუმ, UEFA-B დიპლომი;

ბ) 10-14 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელები უნდა ფლობდნენ, მინიმუმ, UEFA-B დიპლომს;

გ) 10-წლამდე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელები უნდა ფლობდნენ, მინიმუმ, სფფ-ის ჩ-დიპლომს.

დ) დაწყებული აქვს სწავლა სფფ-ის მიერ აღიარებული კურსზე ზემოთ ა)-გ) პუნქტებში შესაბამისად მითითებული დიპლომის ასაღებად. ასეთ კურსზე მხოლოდ ჩაწერა არ ჩაითვლება მოცემული კრიტერიუმის შესრულებად;

გასათვალისწინებელია, რომ მოთხოვნები სეზონიდან-სეზონამდე მკაცრდება, როგორც უეფას მწვრთნელთა კონვენციაში სფფ-ის გაწევრიანების სტატუსიდან გამომდინარე, ასევე სფფ-ის ხელმძღვანელობის პოლიტიკის შესაბამისად