სიახლეები

დუბლები ძირითადი გუნდების პარალელურად

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

სფფ–ს 31 მაისის სხდომის გადაწყვეტილებით, მომავალი 2010–2011 წლის სეზონის უმაღლესი ლიგის დუბლების პირველობა უმაღლესი ლიგის კალენდრის პარალელურად ჩატარდება და 2010 წლის 8 აგვისტოს დაიწყება.

დუბლების განაცხადებში დაშვებულ იქნებიან ფეხბურთელები, რომელთა დაბადების თარიღი არ აღემატება 1989 წელს.

ამასთანავე სფფ–ს სხდომის გადაწყვეტილებით განისაზღვრა ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონატის ასაკობრივი ზღვარი. იგი ორ ასაკობრივ ჯგუფად გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ 1993 და 1995 წლებში დაბადებული ფეხბურთელები. 1993 წელს დაბადებულთა შორის ჩატარდება ნოდარ ახალკაცის თასის გათამაშება ჭაბუკთა ლიგის უფროს ასაკში.  გათამაშება დაიწყება 2010 წლის 4 სექტემბერს.