სიახლეები

ფუტსალის ოთხთა ფინალი - ცხადდება მოხალისეთა კონკურსი

ფუტსალი
გაუზიარე

სფფ-ის ფუტსალის ევროპის ოთხთა ფინალის საორგანიზაციო კომიტეტი და პრესსამსახური აცხადებს ტურნირისთვის მოხალისეების (ე.წ "ვოლუნტიერების" - Volunteers) შესარჩევ კონკურსს მედია-მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-დან 30 წლამდე ყველა დაინტერესებულ პირს.

მთავარი მოთხოვნებია: კომუნიკაბელურობა, უცხო ენის (ინგლისურის) ცოდნა და სასურველია მედიასთან ურთიერთობის მინიმალური გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა და კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 16 მარტამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: [email protected] ან [email protected]

შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ევროპის ოთხთა ფინალი ჩატარდება თბილისის სპორტის სასახლეში, 26-28 აპრილს; ხოლო სფფ-ის მიერ შერჩეული მოხალისეები ტურნირის მიმდინარეობისას იმუშავებენ საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან ერთად, ტურნირის მედია-ოფიცრის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. 

ველით თქვენს აქტიურ გამოხმაურებებს და გისურვებთ წარმატებებს!

სფფ-ის პრესსამსახური