სიახლეები

უეფამ ფუტსალის თასის კენჭისყრის თარიღი დაადგინა

ფუტსალი
გაუზიარე

აპრილში, თბილისში გასამართი ფუტსალის ოთხთა ფინალის კენჭისყრის თარიღი უკვე ცნობილია. ამის შესახებ, უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. კენჭისყრა თბილისში, 27 მარტს, ოთხშაბათს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება და ცერემონიის საპატიო ელჩები და ღონისძიების წამყვანები შოთა და არჩილ არველაძეები იქნებიან. 

კენჭისყრაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვლენ უეფას წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, ოთხთა ფინალში მონაწილე გუნდების - "ბარსელონას", "ქაირათისა" და მოსკოვის "დინამოს" დელეგაციები. ღონისძიება თბილისის დროით საღამოს 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება სპორტული მედიის წარმომადგენლებსაც უპრობლემოდ შეეძლებათ. 

http://www.uefa.com/futsalcup/news/newsid=1925229.html?fb_action_ids=10151347598919807&fb_action_types=og.likes&fb_source=aggregation&fb_aggregation_id=288381481237582

სფფ-ის პრესსამსახური